
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიის ფარგლებში, ნიუ იორკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, უსაფრთხოების გამოწვევები და ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობა მშვიდობისა და მდგრადი სტაბილურობის მიღწევისა და რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.
ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა წუხილი ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიის მოვლენაზე უარის თქმის გამო.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებაზე. კიდევ ერთხელ დადასტურდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერა.
მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს ეუთო-ს დღის წესრიგის ფარგლებში საქართველოს საკითხის მხარდაჭერისთვის.
0
0
ლარი 30 წლისაა!
02/10/2025