
ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა მუშაობა, იმისთვის რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომის შემდეგ. მინისტრმა განმარტა რა საკითხები განიხილეს სხდომაზე.
„ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ სამომავლო ნაბიჯებზე, თუ რა მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები, იმისთვის რომ საქართველომ 2028 წლისთვის კიდევ უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით. ეს, რა თქმა უნდა, მოითხოვს ყოველწლიურად დაგეგმილ მოქმედებას და, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ყველა უწყების ჩართულობა ამ პროცესში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს.
0
0