
ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ არის კრიტიკის ღირსი და ნამდვილად არ დაუმსახურებია ის დამოკიდებულება, რომელსაც, სამწუხაროდ, ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, ამის მიუხედავად, ხელისუფლება ერთგულად მიჰყვება იმ გზას, რაც სჭირდება ქვეყნის განვითარებას, სტაბილურ მომავალს და ქვეყანაში უსაფრთხოებას.
„ყველაფერზე ძალიან კარგად საუბრობს ფაქტები, ძალიან კარგად საუბრობს დრო და დრო ყოველთვის მიგვიყვანს სიმართლემდე. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ არის იმ კრიტიკის ღირსი, რომელიც ხშრად გვესმის და ნამდვილად არ დაუმსახურებია ის დამოკიდებულება, რომელსაც ვხედავთ, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში. ამის მიუხედავად, ერთგულად მივყვებით იმ გზას, რაც სჭირდება ქვეყნის განვითარებას, სტაბილურ მომავალს და უსაფრთხოებას ჩვენს ქვეყანაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს სჭირდება საერთო ევროპულ უსაფრთხოებასაც. საბოლოო ჯამში, ეს არის საერთო ევროპული ინტერესი, რომ ეს ქვეყანა ამ რეგიონში იყოს განვითარებული, მშვიდობიანი, სტაბილური და ასე შეიტანოს წვლილი საერთო ევროპულ მომავალში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაც და მოლდოვაც გაცილებით წინ არიან საქართველოზე, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის გაფართოების გზას“.
1
0