
ჩამოსაყალიბებლები არიან რა ჯობს მათთვის - არჩევნებში მონაწილეობის მიღება თუ მონაწილეობის არ მიღება. ორივე იდეაში წამგებიანია იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც შენ ტყუილზე აფუძნებ ყველაფერს, ტყუილზე აფუძნებ მთელ შენს სტრატეგიას რა თქმა უნდა ეს წამგებიანი იქნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული მორიგი რეზოლუციის იმ ნაწილზე, სადაც არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არის საუბარი.
მისი თქმით, ახლა ევროპარლამენტიც და ოპოზიციაც ჩიხშია, რადგან თუ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში ეს ნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებს აღიარებენ.
„რეალურად აქ საუბარი არის იმაზე, რომ გაიჭედა ერთგვარად სიტუაცია. იმ შემთხვევაში თუ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ გარკვეულწილად ეს ნიშნავს, რომ ის არჩევნები, რომელსაც არალეგიტიმურს უწოდებენ და არ აღიარებენ იმ არჩევნების შედეგებს რაღაცნაირად უნდა გამართლდეს ხომ, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმური იყო და ამ მაჩვენებს ჰქონდა ლეგიტიმური შედეგები, რაც წინააღმდეგობაში მოდის, იგივე ხალხის მიერ დაწერილ რეზოლუციასთან, სადაც წერია, რომ ეს თითქოს არალეგიტიმური იყო და თითქოს რაიმე საფუძველი არსებობდა ამის. თუმცა ჩვენ ამ დრომდე არ მოგვისმენია არანაირი საფუძველი იმისა, რას შეიძლებოდა დაჰყრდნობოდა ასეთი შეფასება თუ ასეთი დასკვნა, ლეგიტიმაცია, ლეგიტიმაციის მინიჭება - არ მინიჭებასთან დაკავშირებით, როდესაც არჩევნებზეა საუბარი. ამ სირთულეში რა თქმა უნდა არიან, რომ რა ჯობს და როგორ შეიძლება წარიმართოს პოლიტიკური პროცესები“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო.
0
0