
ძალიან ბევრ ქვეყანაში არ გვყავდა ელჩები და ამის მიზეზი იყო, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველო არ ყოფილიყო წარმოდგენილი ელჩების დონეზე საერთაშორისო ასპარეზზე, შეუძლებელია, რომ ამას გავლენა არ მოეხდინა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყანას ხალი პრეზიდენტი ჰყავს, 30-მდე ელჩი დაინიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ნულიდან ხდება დიპლომატიური წარმომადგენლობების დაკომპლექტება.
„არ შემიძლია არ ვთქვა, რა პირობებში უწევდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა და ეს დაკავშირებული იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის აქტივობასთან, მოქმედებასთან და უმოქმედობასთან. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ქვეყანას ჰყავს ახალი პრეზიდენტი, 30-მდე ახალი ელჩი დაინიშნა საზღვარგარეთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები იყო მოშიშვლებული, ძალიან ბევრ ქვეყანაში არ გვყავდა ელჩები და ამის მიზეზი იყო, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველო არ ყოფილიყო ელჩების დონეზე საერთაშორისო ასპარეზზე. საზოგადოებას ახსოვს, რომ არაერთი ასეთი ფაქტი გვახსოვს, ის ხელს უშლიდა ელჩები დანიშვნას და იმას, რომ საქართველოს ჰყოლოდა წარმომადგენლები საზღვარგარეთ. ბოლო ცხრა თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ 30-მდე ელჩი დანიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ნულიდან ხდება დიპლომატიური წარმომადგენლობების დაკომპლექტება უმაღლეს დონეზე. შეუძლებელია, რომ ამას გავლენა არ მოეხდინა. როცა საქმე ეხება საქართველო ინტერესების დაცვას, პირველ რიგში საქართველოს ინტერესების დამცველი საზრვარგარეთ არის საელჩოები, ელჩები, როცა ამა თუ იმ ქვეყანაში არ გყავს ელჩი, საქართველოს ინტერსების დაცვა უფრო რთულდება. საქართველოს ინტერესების დაცვა დღეს ისედაც არ არის მარტივი ამ მოცემულობაში, მით უმეტეს, როცა შეზღუდულია დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობა. ალტერნატიული ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა საშუალებები არსებობს და ჩვენ მცდელობები არ დაგვიკლია. აქ არის მეორე მხარის სურვილი, რომ მოისმინოს ალტერნატიული ინფორმაცია. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ერთგვარი რეაქცია არის, რომ მე შენ არ მოგისმენ, არ დაგელაპარაკები, თუმცა ჩემი აღქმები მექნება და გადაწყვეტილებას მივიღებ, როგორც მე მინდა. როცა ჩვენ გვაქვს 2024 წლის ივნისის გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოსი, რომელიც ერთგვარად ზღუდავს კავშირებს თუ დიალოგს საქართველოს ხელისუფლებასთან, ესეც არის ფაქტორი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
0
0