
ეს არის ხელოვნური მცდელობები იმისა, რომ არჩევნები იყოს ნეგატიურად წარმოჩენილი - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ხდება და მცდელობები არის, რომ მოახდინონ დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაცია და შექმნან ისეთი სურათი, თითქოს რაღაც არასწორად მიმდინარეობს.
„ზოგადად, ჩვენ საპარლამენტო არჩევნებზეც და ახლაც ვაკვირდებით ამ პროცესს, ხდება და მცდელობები არის, რომ მოახდინონ დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაცია. დადგან და შექმნან ისეთი სურათი, თითქოს რაღაც არასწორად მიმდინარეობს იმ პროცესებში, რაც არჩევნებს უკავშირდება. ეს არის ხელოვნური მცდელობები იმისა, რომ არჩევნები იყოს ნეგატიურად წარმოჩენილი. თუმცა ვხედავთ ჩვენი მოქალაქეები იღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას და ყველაზე კარგი ტესტი არის თავად ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი საზოგადოების პასუხი არჩევნებთან დაკავშირებით“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0