
2025 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 317.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.6%-ით (33.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას საქართვლოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხუთ თვეში გადმორიცხულია 1 399.5 მლნ აშშ დოლარი.
სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.1%-ს შეადგენს, შესაბამისი 140.1 მლნ აშშ დოლარით.
„ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში, ხოლო ჯამური წლიური ზრდის ტემპი 16.0%-ით განისაზღვრა. ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, 25.2%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 59.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. კერძოდ, მაისში წლიურად 9.2%-ით შემცირდა და 43.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2025 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 35.2 მლნ აშშ დოლარი (96.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის მაისის (30.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.8% მეტია“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0