
“მაინტერესებს, რას ეყრდნობა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება. აქვთ მათ კონკრეტული კორუფციის ფაქტები? თუ აქვთ რატომ ამბობენ უარს მათ გადმოცემაზე? ის, რომ უარი ნათქვამია მტკიცებულებების გადმოცემაზე თუკი ისინი არსებობს, წერია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე”, - წერს ბიზნესმენი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში.
"ჩემი აღქმით, "ქოცებიც" და "ნაცებიც", ვინც ჩემს "ფრენდებს" შორის არის აქ, თანხმდებიან იმაზე, რომ ეს ოთხი დასანქცირებული მოსამართლე სულ მინიმუმ "არ არიან კარგი ხალხი" (არ მინდა ვიხმარო სიტყვები "კორუმპირებული", "გაყიდულები", "კლანის მამები"), მაგრამ მწარე დისკუსია მათ შორის მიდის სულ სხვა რამეზე.
ჩვენი წარმოდგენები და "აღქმები" ამ ხალხის შესახებ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გავამართლოთ ან გავამტყუნოთ აშშ-ის გადაწყვეტილება.
მაინტერესებს და გვაინტერესებს, რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება აშშ-ის მთავრობამ, რომ ამ ოთხ ადამიანზე (ერთი კარგა ხანია აღარ არის მოსამართლე საერთოდ) აღარ გასცეს ვიზები, რაც ამ ქვეყნის სუვერენული უფლებაა, რა თქმა უნდა.
ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის 95 პროცენტს ისედაც არ შეუძლია ამერიკული ვიზის აღება, უბრალოდ ესეთ პოლიტიკას ატარებს ჩვენს მიმართ აშშ და იმიტომ მიდის ხალხი იქ მექსიკის გავლით.
მაინტერესებს, რას ეყრდნობა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება. აქვთ მათ კონკრეტული კორუფციის ფაქტები? თუ აქვთ რატომ ამბობენ უარს მათ გადმოცემაზე? ის, რომ უარი ნათქვამია მტკიცებულებების გადმოცემაზე თუკი ისინი არსებობს, წერია საქართველოში აშშ-ს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
თუ აშშ-ის მთავრობის ეს გადაწყვეტილება "ღია წყაროებს", როგორც ისინი ამბობენ, ან ვინმე პირობითი ნაზი ჟანეზაშვილის "გაჟაზებებს", ეყრდნობა, მაშინ ეს ძალზედ გაუგებარია ჩემთვის და ვხვდები, რომ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე, და აქ რაღაც ცუდი მზადდება.
თუ იურიდიულად დადასტურებული ფაქტებია, მაშინ უნდა გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტები. ის, რომ ამერიკას შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს შეუზღუდოს შესვლა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ეს ვიცით, ეს ყოველთვის ხდება, ხდებოდა და მოხდება. აქ საუბარია იმ რეზონანსზე, რაც ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია საქართველოში.ამას სჭირდება უფრო კარგი ახსნა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისაგან", წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
0
0