
ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი, “უცნობის” მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა, რომელიც 30 აპრილს, 18:00 საათზე, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.
ტაბლიაშვილი წერს:
"მიდიმოვდივართ! უნდა გავაფარჩაკო ახლა!
რაღაც აქცია დაუნიშნავთ; მგონი - 30 აპრილს!..
შეიკრიბებიან ერთად! შეიძლება, გადაავსონ რესპუბლიკის მოედანი! ნუ, ვთქვათ და იქნება 20-30... ჰა, თუნდაც 40 ათასი დემონსტრანტი და ყველა ორგანიზატორს ეგონება, რომ ამდენი მოქალაქე თავად გამოიყვანა!
ეაჰ, კარგია ასე ფიქრი!.. მარტივია!
არადა, რეალურად, სხვაგვარადაა საქმე:
1. ხელისუფლების სუსი ავალებს ეკლესიის მსახურებს, თქვენც გამოდით და მრევლის ნაწილიც მოიყვანეთო!
2. სიპებ-აიპებში ხალხის მობილიზება დაიწყება!
3. მერიები და გამგეობები თანამშრომლებს სთხოვენ ქუჩაში გასვლას!
4. მმართველი პარტიის მთელი ახალგაზრდული ფრთა და აქტივი ჩაერთვება საორგანიზაციო საქმეებში.
5. ხალხის ძალა და ვასაძეები თავის პირობითად 4 ათას მომხრეს მიიყვანენ!
6. მთელი სახელისუფლო მედია 30 აპრილის აქციის პროპაგანდით დაკავდება!
7. ათასობით კი არა, ათობით ათასი ლარი დაიხარჯება ბუსტსა და ქარდებში.
და ა.შ.
ჰოდა, 30 ათასი მოქალაქეც რომ მივიდეს იმ აქციაზე, ან... 57 754; მაინც არ იქნება ის აქცია იმის ტოლ-სწორი, რაც იყო მარტის დასაწყისში!
უფრო კარგად რომ ავხნა - მაინც ავრევთ, რომ მერე დავალაგოთ!.. და ჭაობს აქ მაინც არ დავუშვებთ." - წერს ტაბლიაშვილი.
0
0