მაინც არსებობს რისკი, რომ აუცრელ ადამიანებში დაავადება მძიმე ფორმით წავიდეს - პაატა იმნაძე
14/02/2022
11:59
COVID-19
A-
+A
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დიდია და არსებობს რისკი იმისა, რომ აუცრელ ადამიანებში დაავადება მძიმე ფორმით წავიდეს.
პაატა იმნაძე მოქალაქეებს სიფრთხილისა და აცრისკენ მოუწოდებს.
„რა თქმა უნდა, საფრთხე ისევ არის. ხედავთ, რამდენია ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა. შესაბამისად, მაინც არის იმის რისკი, რომ აუცრელ ადამიანებში შეიძლება, წავიდეს მძიმედ. ამიტომ ყველას მოვუწოდებ სიფრთხილისა და აცრებისკენ.
სამწუხაროდ, აღწერილია შემთხვევები, როდესაც „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის შემდეგ, ერთ თვეში შეიძლება, „ომიკრონის“ მეორე ვარიანტი დაემართოს. საქართველოში ასეთი შემთხვევა დადასტურებული ჯერ არ არის. ზოგადად, რეინფიცირება ბევრია, ვისაც დელტა ჰქონდა, ძალიან ბევრს დაემართა „ომიკრონი“, მაგრამ „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის შემდეგ, მეორე ვარიანტის შეხვედრის ალბათობაც საკმაოდ დიდია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
0
0
310
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%