14/08/2024
23:34
მედიცინა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელების გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორ წელიწადში მეორედ გამოაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც აფრიკაში მაიმუნის ჩუტყვავილა გავრცელდა.
აფრიკაში გავრცელებული მაიმუნის ჩუტყვავილა ახლო კონტაქტით გადადის. მას გრიპის მსგავსი სიმპტომები და ჩირქოვანი გამონაყარი ახასიათებს.
„ნათელია, რომ ამ აფეთქებების შესაჩერებლად და სიცოცხლის გადასარჩენად კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირებაა საჭირო“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა.
გუშინ მაიმუნის ჩუტყვავილის გავრცელების გამო აფრიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან დაავადების გავრცელების ტემპით. წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ჩუტყვავილის ახალი შტამის 17 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 517 ადამიანი.
0
0