
ჰოლივუდის მსახიობი მაიკლ დუგლასი აცხადებს, რომ რთულად წარმოუდგენია, არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ვადა ბოლომდე მიიყვანოს.
მაიკლ დუგლასი, რომელიც მანამდე ჯო ბაიდენის სასარგებლოდ შემოწირულებების მობილიზებაში იყო ჩართული, „ბიბისისთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ის იმედგაცრუებულია, რადგან ბაიდენმა დებატების დროს ტრამპის მიერ ნათქვამი ყველა ტყუილზე სათანადო პასუხი ვერ გასცა.
„მე ვფიქრობ, რომ ბაიდენმა არაჩვეულებრივად გაართვა თავი ბევრ საქმეს, მაგრამ მე ვნერვიულობ მომდევნო წლებზე. ჩემთვის ძალიან რთული წარმოსადგენია ეს ადამიანი კიდევ 4,5 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა დუგლასმა.
ცნობისთვის, მანამდე ჯო ბაიდენს საარჩევნო რბოლიდან გამოთიშვისკენ მოუწოდა კიდევ ერთმა ჰოლივუდელმა მსახიობმა და დემოკრატიული პარტიის დონორმა ჯორჯ კლუნიმ. მისი თქმით, დემოკრატიული პარტიას საპრეზიდენტო არჩევნებზე ახალი კანდიდატი სჭირდება.
0
0