
ამ კვირაში აღმოვაჩინე ამერიკის ფედერალური მთავრობის დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, თუ როგორ ატრენინგებდნენ "ენჯეოებს“ ქუჩის ამბოხებების მოწყობაში, რასაც აისენი პოლიტიკური გავლენისთვის იყენებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა, მაიკ ბენცმა განაცხადა.
მან ისაუბრა "ნორმ აისენის" 2025 წლის სახელმძღვანელოზე, რომელშიც ავტორი 7 ძირითად საყრდენს აღწერს, მათ შორის, ბენცის განცხადებით არის "არჩევნებზე კონტროლი, სასამართლოების კონტროლი, კორუფციასთან ბრძოლა, სამოქალაქო და მედია სივრცის გაძლიერება."
"მისთვის [აისენისთვის] USAID-ი ფარული ფონდი იყო ქუჩის ამბოხების მოსაწყობად. USAID-ი არის ძალა, რომელიც აფინანსებს "დიფ სტეიტის" მოკავშირე მედიას. ერთია სიტყვის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, ხოლო როდესაც მთავარ გზატკეცილებს გადაკეტავ, სატრანსპორტო ხაზებს დაბლოკავ და ადგილობრივ ეკონომიკას გააჩერებ, ეს შიდა ტერორიზმია", - აღნიშნა მაიკ ბენცმა.
1
0