
რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
სანდუმ სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლდოვა და საქართველო მოსკოვის თავდასხმის სამიზნეები გახდნენ.
„მოლდოვა ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც ამ გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ მსგავს ზეწოლას მთელს ევროპაში ვხედავთ. სიამაყით შემიძლია, ვთქვა, რომ მოლდოვამ ამ ორწლიან თავდასხმას მთელი საზოგადოების ძალისხმევით გაუძლო. ჩვენმა მოქალაქეებმა დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება მშვიდობის, ევროპისა და დემოკრატიის მიმართ.
ვწუხვარ, რომ მიუხედავად ქართველი ხალხის გამბედაობისა, რომლებიც აგრძელებენ დემოკრატიული ღირებულებების, ევროპული მისწრაფებებისა და საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლების დაცვას, რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღის გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ“, – განაცხადა სანდუმ.
მოლდოვას პრემიერის თქმით, რუსეთის შემდეგი სამიზნე სომხეთია.
„ახლა სომხეთი იმავე სტრატეგიის სამიზნე ხდება, რომელიც მიზნად ისახავს სუვერენიტეტის შესუსტებას, დემოკრატიულ არჩევანზე გავლენის მოხდენას და შიდა სისუსტის გამოყენებას. ჩვენ ვდგავართ სომხეთისა და მისი ხალხის გვერდით, როდესაც ისინი ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ ამ ზეწოლას და დაიცვან თავიანთი დემოკრატიული მომავალი“, – განაცხადა მან.
0
0