
კახა კალაძე იყო და იქნება ყოველთვის უალტერნატივო კანდიდატურა თბილისის მერობისთვის, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კახა კალაძე გამოირჩევა მყარი მენეჯმენტით, რომლის მმართველობის დროსაც დედაქალაქი დინამიურად განვითარდა.
„თბილისში ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტი არასდროს განხორციელებულა. კახა კალაძე ნამდვილად უალტერნატივო კანდიდატურაა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, დიდ წარმატებას მოიპოვებს. ეს არის მერი, რომელიც გამოირჩევა მყარი მენეჯმენტით და დეტალებზე, შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობით. განვითარდა არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, სატრანსპორტო პოლიტიკა, გამწვანებისა და გარემოს დაცვის პოლიტიკა, ასევე სწორი ურბანული პოლიტიკა. ეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებები იყო, სადაც კახა კალაძემ საკუთარი ხელი დაატყო დედაქალაქს.
დღეს პრაქტიკულად დედაქალაქი რადიკალურად განსხვავდება იმ თბილისისგან, რომელიც ჩვენ ათი წლის წინა პერიოდში გვახსოვს. შესაბამისად, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, პირველ ტურში კახა კალაძე დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ის თანმიმდევრული, შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც მისი მყარი მენეჯმენტის ქვეშ განხორცორლდება, ჩვენს ქალაქს ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
0
0