31/12/2021
13:25
ეკონომიკა
„საქსტატის“ მიერ 2021 წლის ნოემბრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლის გამოქვეყნებას. ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, მაღალი ეკონომიკურ ზრდა, თავის მხრივ, მეტ საბიუჯეტო შემოსავლებსაც ნიშნავს, რომელიც კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაზრდილი ხარჯების დასაფინანსებლად. „მთლიანობაში, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის შეიძლება გამოიყოს: ინვესტიციების, ვაჭრობის, ფულადი გზავნილების, ტურიზმის, საფინანსო სექტორის და სხვათა მნიშვნელოვანი პროგრესი წინა წელთან შედარებით. ცალკეული მიმართულებებით შედეგები პრე-პანდემიურ პერიოდსაც კი აღემატება, რაც ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებაზე მეტყველებს და მოსალოდნელია, რომ 2022 წელს შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, რა თქმა უნდა, თუ კოვიდ პანდემიამ რაიმე განსაკუთრებული გართულებები არ მოუტანა საქართველოს და მსოფლიოს,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.
0
0