
“მაგან მე რა უნდა გამამწაროს, ციხეში ყოფნის ეშინია... როცა უნდა ქართველი იყო, ქართველთა პრეზიდენტი, როცა უნდა უკრაინელია. ვიღაც პოდოლიაკი, უცხო ქვეყნის ისა.. ჩაგვრაში რომ არის საჯარო პირი.. ნუ გამოაგზავნიდნენ თავიანთ საჯარო სამსახურში მყოფ ადამიანს საქართველოში და ტირილს ნუ დაიწყებდნენ, რა... არ გამოეშვათ!” - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა დღეს წმინდა სტეფანე ხირსელის დღესთან დაკავშირებით ღვთის მსახურების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
"გმირი კაცი, ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია და ციხეშიც გმირია. გადაგვაყოლეს ეხლა, რა.. მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა გასული საქციელი. მინდა, ერთ რაღაცას მივაქციო ყურადღება - ხომ შეეძლო ეთქვა... ხომ ხედავს ხალხის რისხვას როგორია, გამოსულიყო ეთქვა, რომ, კი, ჩემ დროს მინდოდა, კარგი ქვეყანა ამეშენებინა, მაგრამ მეც ვერ მივაქციე ყურადღება, ვიღაცამ რაღაც დააშავა? - ეთქვა ჩემი ბრალია და ყველას მაგივრად, რაც გინდათ, ის მიყავით, გინდათ ჯვარზე გამაკარით, გინდა ის.. ხო? ხომ სხვანაირად შევხედავდით..
ვინც გამწარებული ყავს, მაგან მე რა უნდა გამამწაროს, ციხეში ყოფნის ეშინია... როცა უნდა ქართველი იყო, ქართველთა პრეზიდენტი, როცა უნდა უკრაინელია. ვიღაც პოდოლიაკი, უცხო ქვეყნის ისა.. ჩაგვრაში რომ არის საჯარო პირი.. ნუ გამოაგზავნიდნენ თავიანთ საჯარო სამსახურში მყოფ ადამიანს საქართველოში და ტირილს ნუ დაიწყებდნენ, რა... არ გამოეშვათ! დაეჭირათ თავიანთ საზღვარზე და ეს ამბები არ იქნებოდა. უკვე 16 წელია ქვეყნის აოხრება მიდის ამათი მხრიდან ["ნაციონალური მოძრაობა"] 2007 ის ბოლოდან უკვე წავიდა წინააღმდეგობა.
ჩვენი ისტორია მაგათ არ უნდათ, არაფერი არ უნდათ! იმ ხალხს, რომლებსაც ამწარებდნენ, წესიერად მოექცენენ და შენდობა ითხოვონ, თორემ ვინ რა იცის, ევროპარლამენტარი იქნება თუ ყოფილი დიპლომატი იქნება, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს.. ადამიანები ვართ, ჩვენც გვეშლება, ყველა ქრისტიანი ტაძარში იმიტომ დავდივართ და აღსარებას იმიტომ ვიძახით, ჩვენს შეცდომებს ვაღიარებთ ღვთის წინაშე, მასე მართლები როგორ არიან, რომ ჩვენთან ბოდიშის მოხდა არ უნდათ.
ერი რომ დამნაშავე იყოს მაგათ წინაშე, მაინც მოვიხდიდი ბოდიშს, ჩემი არსებობით, რომ მაგ დონეზე მივიყვანე.. ქართველი ერი ის ერია, რომელიც ბრძენია. სხვა ერებში იძახიან ხალხი ბრბოაო, ჩვენთან ბრბო არ არის ხალხი, ჩვენთან ბრძენია ხალხი. სიბრძნე მხოლოდ ღმერთთან არის"- განაცხადა მეუფე იაკობმა.
0
0