22/04/2024
01:14
სპორტი
ლა ლიგის 32-ე ტურში „მადრიდის რეალმა“ საკუთარ მოედანზე საოცარ ელ კლასიკოში „ბარსელონა“ 3:2 დაამარცხა.
დებიუტში მასპინძელთა მეკარე ლუნინმა, რომელმც ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისთან“ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ორი შეცდომა დაუშვა და კრისტენსენმა სტუმრები დააწინაურა. თუმცა, ვინისიუსმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. თამაში საინტერესოდ, გარდამვალი უპირატესობით მიმდინარეობდა და 69-ე წუთზე ფერმინმა „ბარსა“ წინ გაიყვანა. მაგრამ მადრიდელებმა მალევე აღადგინეს წონასწორობა ლუკას ვასკესის გოლით.
რამდენიმე წუთში პირისპირ გასულ ვინისიუსს გატანა მეკარე ტერ შტეგენმა არ დაანება, ხოლო კომპენსირებულ დროში ჯუდ ბელინგემმა გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, რომლითაც „სამეფო გუნდს“ დიდი ალბათობით ოქროს მედლები მოუპოვა.
„რეალი“
81 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 26 აპრილს სან-სებასტიანში „სოსიედადთან“ ჩაატარებს. „ბარსა“ 70 ქულით მეორე ადგილზეა და 29 აპრილს „ვალენსიას“ მიიღებს.
გოლები: 0:1 კრისტენსენი (6), 1:1 ვინისიუსი (18), 1:2 ფერმინი (69), 2:2 ვასკესი (73), 3:2 ბელინგემი (90+1)
0
0