
ამერიკელმა მომღერალმა მადონამ, 24 ივნისს, მძიმე ბაქტერიული ინფექციით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, მსოფლიო ტურნეს დაწყება გადადო. ამის შესახებ ინსტაგრამზე მისმა მენეჯერმა გაი ოსირიმ განაცხადა.
მისივე თქმით, 64 წლის მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც რამდენიმე დღე რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა, უმჯობესდება. თუმცა, ის კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მან პირობა დადო, რომ ტურის ახალი დაწყების თარიღს მოგვიანებით გამოაცხადებს.
პორტალ Page Six-ის ცნობით, 24 ივნისს მადონა უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ნიუ-იორკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მადონას მუსიკალური კარიერის 40 წლისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნე 15 ივლისს უნდა დაწყებულიყო ვანკუვერში და მოიცავდა 84 კონცერტს 35 ქალაქში - კანადაში, აშშ-სა და ევროპაში. ტური 2024 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო.
0
0