
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, იგი მადლიერია პოლონეთის პრემიერით, რომელმაც “მაღალპროფესიონალი ექიმები” გამოუგზავნა.
“პოლონეთის პრემიერ-მინისტრს მატეუს მორავიეცკის.
ძვირფასო პრემიერო, მადლობელი ვარ თქვენი, რომ მაღალპროფესიონალი ექიმები გამომიგზავნეთ. მადლობა, რომ მეგობრებს განსაცდელში არ ტოვებთ” – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პოლონელი ექიმების სააკაშვილთან ვიზიტს სკანდალი მოჰყვა.
ერთ-ერთმა ექიმმა, სააკაშვილისგან აღებული სინჯი ფეხსაცმელში დამალა და მალულად ცდილობდა გარეთ გამოტანას.
აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ვიდეო პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. იუსტიციის მინისტრმა კი საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს სთხოვა, პოლონეთის ელჩისთვის აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.
0
0