"მადლობელი ვარ პარტნიორების მზაობისთვის გადადგან ახალი ნაბიჯები. მეტი იარაღი ჩვენი მებრძოლებისთვის" - ზელენსკი
11/07/2023
22:55
მსოფლიო
A-
+A
უკრაინაში თავდაცვის ახალ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ჩამოვიტანთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
“ჩვენი თავდაცვა პირველი პრიორიტეტია. და მადლობელი ვარ პარტნიორების მზაობისთვის გადადგან ახალი ნაბიჯები. მეტი იარაღი ჩვენი მებრძოლებისთვის, სიცოცხლის მეტი დაცვა მთელი უკრაინისთვის. უკრაინაში თავდაცვის ახალ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ჩამოვიტანთ,” - წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტის მეორე დღეს ბევრი ორმხრივი შეხვედრა არის დაგეგმილი - ამერიკელ, კანადელ, გერმანელ, ბრიტანელ, ნიდერლანდელ, იაპონელ და სხვა პარტნიორებთან.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ხვალისთვის უკრაინა-ნატოს საბჭოს საინაუგურაციო სხდომა არის დაგეგმილი.
0
0
175
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%