
ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მაგარი მომავალი, როგორც არ უნდა ცდილობდეს ოლიგარქი საწინააღმდეგოს დამტკიცებას. - წერს მსჯავრდადებული, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში:
"ძალიან მადლობელი ვარ ოზურგეთის საკრებულოში ენმ-ის უმაგრესი მებრძოლი გუნდის. აი, ზუსტად ასეთი ხალხის იმედით ჩამოვედი საქართველოში, მათ ვუკავშირებ ჩვენი ქვეყნის გამოხსნას და ბევრად უკეთესი მომავლის მოპოვებას. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მაგარი მომავალი, როგორც არ უნდა ცდილობდეს ოლიგარქი საწინააღმდეგოს დამტკიცებას."
ცნობისთვის, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით მჟავანაძემ განაცხადა, რომ სოფელ ლიხაურში მდებარე ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმიდან ერთ-ერთი თანაშრომელი უკანონოდ იქნა გათავისუფლებული. აღნიშნულ ბრალდებას არ დაეთანხმენ მმართველი გუნდის წევრები, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
0
0