
“დღეს ძალიან კარგი ამბების დღეა უკრაინისთვის. არსებობს სატანკო კოალიცია. არსებობს გადაწყვეტილება ჩვენი თავდაცვისთვის, თანამედროვე ტანკების მიწოდების დაწყებასთან დაკავშირებით. მადლობა ჩვენს ყველა მოკავშირეს მზაობისთვის, გადმოგვცენ თანამედროვე და ასე საჭირო ტანკები”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გერმანიისა და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.
„პირადად ვუხდი მადლობას პრეზიდენტს ბაიდენს, მადლობა კონგრესს, ყველა ამერიკულ ოჯახს ამერიკის გლობალური ლიდერობის ხელშესახები ძალისთვის! მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა მოკავშირეს, მათი მზაობისთვის მოგვაწოდონ თანამედროვე და ძალიან საჭირო ტანკები.
ეს ყველაფერი ახლა მსოფლიოსთვის ადასტურებს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტს – ის, რომ თავისუფლება მხოლოდ ძლიერდება. მთავარი ახლა არის სიჩქარე და მოცულობა. ჩვენი სამხედროების მომზადების სიჩქარე, უკრაინაში ტანკების მიწოდების სიჩქარე და ტანკების მარაგის მოცულობა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რაც უფრო მეტ თავდაცვით მხარდაჭერას მიიღებენ ფრონტის ხაზზე მყოფი მებრძოლები, მით უფრო მალე დასრულდება რუსული აგრესია და უფრო საიმედო იქნება უსაფრთხოების გარანტიების უკრაინისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან საუბრისას, მან უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდების საკითხიც წამოჭრა.
0
0