
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო გამოსვლისას ვაგნერის მებრძოლებს შესთავაზა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმონ, ნათესავებთან და მეგობრებთან დაბრუნდნენ, ან ბელორუსიაში წავიდნენ.
„მადლობას ვუხდი იმ ჯარისკაცებს და ვაგნერის ჯგუფის მეთაურებს, რომლებმაც მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - ძმათამკვლელი სისხლისღვრა არ ჩაიდინეს, უკანასკნელ ხაზზე შეჩერდნენ. დღეს თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გააგრძელოთ რუსეთის მსახურება თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმებით. ან სხვა სამართალდამცავ ორგანოებში, ან დაუბრუნდეთ ნათესავებსა და მეგობრებს. ვისაც უნდა, შეუძლია ბელარუსიაში წავიდეს. ჩემი დაპირება შესრულდება", - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ მიიღეს მისი პირდაპირი მითითებით, რათა თავიდან აეიცილებინათ სისხლისღვრა.
„თავიდანვე ჩემი პირდაპირი მითითებით გადაიდგა ნაბიჯები, რათა თავიდან აგვეცილებინა დიდი სისხლისღვრა“ – განაცხადა პუტინმა.
0
0