
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
როგორც მისალოც ტექსტშია აღნიშნული, პატრიარქს ჯანის სიმრთელესა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს უსურვებენ.
„დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს დაბადებიდან 92-ე წელს.
გულითადად ვუსურვებთ ჩვენს უწმინდესს უფლის შეწევნას, ჯანის სიმრთელესა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს.
მადლობა უფალს ესოდენ გამორჩეული და მადლმოსილი პატრიარქისთვის; ვმადლობთ უწმინდესს მისი მრავალმხრივი და მდიდარი ღვაწლისთვის, სიყვარულისა და მზრუნველობისათვის, ქართველი ერის ჭეშმარიტად სულიერი მწყემსმთავრობისთვის.
მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე, ჩვენო პატრიარქო!“, – აღნიშნულია
0
0