
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მთავრობის კაბინეტის პირველ სხდომას მართავს, რომელიც ლოცვით დაიწყო. მთავრობის წევრებმა ერთად წარმოთქვეს სიტყვები – „მადლობა, უფალო პრეზიდენტ ტრამპისთვის“.
სხდომას მილიარდერი, აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკიც ესწრება.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, ქურდობისა და თაღლითობის შემთხვევები აღმოაჩინა.
ტრამპის თქმით, ილონ მასკი ბევრს აკეთებს, რისთვისაც ბევრ შექებას და ბევრ დარტყმას იღებს.
ამის შემდეგ მთავრობის კაბინეტს სიტყვით თავად ილონ მასკმა მიმართა და აღნიშნა, რომ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის საერთო მიზანი არის უზარმაზარი დეფიციტის პრობლემის მოგვარება, რადგან არსებული ვითარების გაგრძელება ქვეყანას დე ფაქტო გაკოტრებამდე მიიყვანს.
მასკმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საუკეთესო კაბინეტი შეკრიბა.
0
0