
თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და ისრაელში მცხოვრებ ქართველებს მადლობას უხდის:
“ყველას გილოცავთ ახალ 2023 წელს. ძალიან მიყვარხაართ და მენატრებით. ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები ისრაელში და ყველას ჩაგეხუტებით. ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ, თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ”, – ამბობს დათი.
დათი ქოქრაშვილს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მოგვიანებით დათის ისრაელში წაყვანა და ურთულესი ოპერაციის ჩატარება მოხერხდა, რაშიც დიდი წვლილი შეიტანეს ისრაელში მცხოვრებმა ქართველებმა. დათიმ სარეაბილიტაციო კურსი გაიარა გერმანიაშიც.
0
0