
მადლობა საპატრიარქოს რომ გაითვალისწინა ჩვენი შენიშვნები ხატის არაკანონიკურობის და სტალინისტური მითოლოგიის შესაცვლელად, მაგრამ ეს არ კმარა" - ასე ეხმაურება წმ.სინოდის მიერ მღვდელმსახურებაშეჩერებული დეკანოზი ილია ჭიღლაძე საპატრიარქოს დღევანდელ განცხცხადებას, სადაც წერია: "მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ"
"მადლობა საპატრიარქოს რომ გაითვალისწინა ჩვენი შენიშვნები ხატის არაკანონიკურობის და სტალინისტური მითოლოგიის შესაცვლელად, მაგრამ ეს არ კმარა, მატრონას სამღვდელო მაკურთხებელი მარჯვენით აქვს ხელი აპყრობილი, რაც ასევე მკრეხელობაა და შესაცვლელია. ზოგადად რაც მატრონაზე ვიცით, ყველაფერი ვიცით მხოლოდ ვიღაც ქალბატონ ჟდანოვას მონათხრობებით 1990-იან წლებში, ეკლესიამ მანამდე მატრონაზე არაფერი იცოდა, არადა 1950 წელს გარდაიცვალა ჟდანოვას მიხედვით მატრონა. შესაბამისად, სახეზე გვაქვს დიდი ყალბისმქნელობა ჟდანოვას და მისი დაჯგუფების მხრიდან." - წერს ილია ჭიღლაძე.
9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამების საკათედრო ტაძარში, სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს
შეგახსენებთ: 6 იანვარს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა ხატის ფოტოები, რომელიც მისი თქმით, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია განთავსებული და მასზე საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინია გამოსახული. რამდენიმე საათში ამ ხატის ვიდეომასალა ისევ ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოლიტიკოსმა, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა, გიორგი კანდელაკმაც. მოგვიანებით, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა: ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა განაცხადეს, რომ რუსი წმინდანის ხატი სამების ტაძარს მათ შესწირეს.
0
0