
გიგი უგულავას და გუკა რჩეულიშვილის ყოფილი ცოლი ლელა კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იუბილარ დედას დაბადების დღეს ულოცავს.
„გილოცავ დე, მადლობა, რომ ხარ ყოველთვის ჩემს სიახლოვეს და ფეხზე წამოდგომაში მეხმარები,
მიყვარხარ“, - წერს ლელა კილაძე.
ლელა კილაძეს სხვადასხვა ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავს; უფროსი ვაჟი, კოკო კეჟერაშვილი უკვე 23 წლისაა. პირველი ქორწინებიდან 2 ვაჟი ჰყავს, მეორედან ერთი ვაჟი (ალექსანდრე უგულავა), რომელიც თბილისის ყოფილ მერთან გიგი უგულავასთან გაუჩნდა, ხოლო გუკა რჩეულიშვილთან პატარა გოგონა თრინითი-მართა შეეძინა.
ახლახან ლელა კილაძე ისევ ყურადღების ქვეშ მოექცა, ის და მუსიკოსი, ალტისტი, გიორგი ცაგარელი რამდენიმე დღის წინ ხორვატიაში, ინგლისური ჯგუფის, Depeche Mode-ის კონცერტს ესწრებოდნენ.
ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში თავად ლელამ გაავრცელა, სადაც მათ შორის თბილი დამოკიდებულება ჩანს. როგორც ცნობილი გახდა, ლელა კილაძე მორიგ ქმარს, გუკა რჩეულიშვილს დაშორდა და ახლა ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
0
0
გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა
04/03/2025
მასკი ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდებს
04/03/2025