
მარიკუნა მიქატაძის ქალიშვილი ირინა ქიქოძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს.
ის ყველას მადლობას უხდის თანადგომისთვის.
“ძალიან დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. შეიძლება ყველას ვერ გაგეცით პასუხი, მაგრამ ვნახე სათითაოდ ყველა უცნობის თუ ნაცნობის მონაწერი. კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი საოცარი სითბოსთვის, რაც მე თქვენგან მივიღე. მიყვარხართ”, – წერს ირინა ქიქოძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მსახიობ გია ფერაძის შვილი მარიკუნა მიქატაძე, 39 წლის ასაკში საბერძნეთში, 14 ივლისს გარდაიცვალა. სხვადასხვა ვერსია გავრცელდა, თუმცა, სარწმუნო წყაროების ცნობით, ქალი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მარიკუნამ ხერხემლის მძიმე დაზიანება მიიღო, სწორედ ეს გახდა ქალის ტრაგიკულად გარდაცვალების მიზეზი. მარიკუნა მალევე თბილისში ჩამოასვენეს…
როგორც ცნობილია, მსახიობ გია ფერაძეს ოთხი შვილი ჰყავდა. მარიკუნა მიქატაძე მას მესამე მეუღლისგან, ირინა მიქატაძისგან შეეძინა. მარიკუნა მცირეწლოვანი იყო, როდესაც დედის გარეშე დარჩა, რის შემდეგ ბაბუამ და ბებიამ – ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს.
0
0