ამ წუთებში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში სერბეთის გუნდს მასპინძლობს.
პირველი ტაიმი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. (31:38)
შესვენებაზე, „თბილისი არენის“ დარბაზში გიორგი ცინცაძის სანაკრებო კარიერის დასრულებისადმი მიძღვნილი მცირე გაცილება მოეწყო. 38 წლის კალათბურთელი კარიერაში უკანასკნელ, 217-ე სანაკრებო თამაშს ატარებს. ცინცაძემ საქართველოს ეროვნული გუნდის რიგებში ხუთ ევროპის ჩემპიონატსა და ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა.
მატჩი რამდენიმე წუთში დასრულდება.
"ყველაფერს თავისი დრო აქვს, სამწუხაროდ ეს დროც მოვიდა. წარმატება ვუსურვებ შემდეგში ეროვნულ ნაკრებს. ყველა ის თამაში მეამაყება რაც ნაკრებში ჩავატარე. მწვრთნელებს, ექიმებს, ფედერაციას, გულშემატკივრებს, ყველას მადლობას ვუხდი ყველა წუთისთვის რაც ერთად გაგვიტარებია“, - აღნიშნა გიორგი ცინცაძემ.
0
0