
თავისუფლების მოედანზე მოწყობილ სცენაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გულშემატკივარს მოკლე და ემოციური სიტყვით მიმართა:
გამარჯობა საქართველო! ძალიან რთულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის და ნიკა კვეკვესკირის შემდეგ საუბარი. მინდა მხოლოდ ის ვთქვა, რომ სამნახევარი წელი ძალიან დიდი აღმოჩნდა დღევანდელ დღემდე. ძალიან ბევრი ოფლი დაიღვარა, ჩემი არა, მოთამაშეების. ვიმედოვნებ, რომ კიდევ სამწელიწადნახევარში იგივე შედეგს დავდებთ თუ არა უკეთესს“, - განაცხადა ვილი სანიოლმა სიტყვით მიმართვისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტმა ღირსების ორდენები და მედლები ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადასცა.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დილით დაბრუნდა.
22:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.
0
0