26/10/2021
22:30
პოლიტიკა
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დაახლოებით 30 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. აქედან 22 არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
კახა კალაძემ თბილისის ყოფილ ამქარს ალეკო ელისაშვილს გუდიაშვილის მოედნის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.
“წინა ხელისუფლების დროს ეს შენობები საფრთხის ქვეშ იყო, მაგრამ, საბედნიეროდ გამოჩდნენ ადამიანები, ვინც იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შენარჩუნებულიყო.
მე ყოველთვის მადლიერებას გამოვხატავ ამ ადამიანების მიმართ. შეიძლება ბევრი მათგანი განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების იყოს, სხვა პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ, მაგრამ მადლიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც შენ ამას ხედავ აუცილებლად უნდა აღნიშნო და მე მადლობას ვუხდი მათ და მადლიერებას გამოვხატავ.
ეს ადამიანები გახლავთ ალეკო ელისაშვილი, მინდა მადლობა გადავუხადო მას, იმისთვის რომ იბრძოლა ეს სივრცე შენარჩუნებულიყო. ცირა ელისაშვილი, თამარა ამაშუკელი, ნინო კორძახია, ანა მარგველაშვილი, თიკო სულაძე, სანდრო სარალიძე, მაგდა ცოცხალაშვილი, გოგა ქართველიშვილი, თეა გალდავა, სალომე ჯაში, ზაზა ბურჭულაძე – ყველას დიდი მადლობა.” – განაცხადა კახა კალაძემ ლადო გუდიაშვილის მოედნის საზეიმო გახსნაზე.
0
0