
„ჩვენ თუ გვგონია, რომ დეპოლარიზაციას მივაღწევთ იმიტომ რომ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, მეორე დღეს გავიღვიძებთ და უცებ ერთმანეთი შეგვიყვარდება, ეს არ მოხდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირში ყველას უნდა და საკუთარ შვილებს რუსეთში სასწავლებლად არ აგზავნიან.
„დეპოლარიზაცია ჩვენი მისაღწევი შედეგი არის. დეპოლარიზაცია არ უნდა მივიღოთ გარე ფაქტორებიდან. დეპოლარიზაცია არის დღეს და აქ. ჩვენ თუ გვგონია, რომ დეპოლარიზაციას მივაღწევთ იმიტომ რომ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, მეორე დღეს გავიღვიძებთ და უცებ ერთმანეთი შეგვიყვარდება, ეს არ მოხდება. არ განმუხტავს ვითარებას რადგან შევალთ საარჩევნო პერიოდში, რა განმუხტვა და რის განმუხტვა თუ ამ დღეში მივედით იქამდე.
ჩვენ ახლა გვაქვს ყველაზე დიდი შანსი, რომ გავერთიანდეთ იმ ერთ საკითხზე, რომელიც მართლაც ხალხში არის გაერთიანებული და სხვათა შორის, ასევე, არის ის საკითხი, რომელიც დარწმუნებული ვარ, შიგნით, მმართველ პარტიაშიც ერთგვაროვნად აღქმული, რადგან ყველას, ვისაც აქვს საშუალება, პასპორტები და სწავლა, ყველას უნდა ევროკავშირში, ერთი მაჩვენეთ, ვინ აგზავნის თავის შვილებს რუსეთში, მაშინ ვიტყოდი, რომ ვიღაცაა პრორუსი, მაგრამ მე ასეთი არავინ ვიცი, მაჩვენეთ“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
0
0