
პოლიტიკური ორგანიზაცია „ხალხის ძალა“ შესაძლოა მალე პარტიად ჩამოყალიბდეს. „განვიხილავთ ამ საკითხს”. – თქვა „ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.
„განვიხილავთ საკითხს, რასაც ქვია „ხალხის ძალის” პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბება. რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში საზოგადოება გაიგებს იმას, ჩვენ რა პოლიტიკური სტატუსით წარვდგებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ჩვენი ახალი პოლიტიკის ფორმირება გახდა აუცილებელი და ჩვენ ამ ფორმით თუ იმ ფორმით, ამ პოლიტიკით, რასაც ქვია ხალხის აქტიური ჩართულობა პროცესებში, მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში”. – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
გადალახავს თუ არა „ხალხის ძალა” 5%–იან საარჩევნო ბარიერს, მაჭარაშვილს სჯერა, რომ საქართველოს საზოგადოების „აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც შექმნა „ხალხის ძალამ”.
როცა „ხალხის ძალა“ „ქართულ ოცნებას” გამოეყო, მისმა წევრებმა თქვეს, რომ პოლიტიკურ პარტიად იმ შემთხვევაში განიხილავდნენ გარდქმნას „თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებულ წნეხს ვეღარ უძლებს“.
0
0