
„დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ ბომბავს რუსეთი საცხოვრებელ ტერიტორიებსა და ადამიანებსაც კი, რომლებიც ევაკუაციას ცდილობენ. ისინი გარანტიებს იძლეოდნენ, რომ ამას არ გააკეთებდნენ, მაგრამ ახლა ჩვენ მათ ვერ ვენდობით. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მემკვიდრეობაზე, რადგან ეს ჩვენი ეროვნული საგანძურია", - განუცხადა CNN-ს ლვოვის ეროვნული მუზეუმის დირექტორმა იგორ კოჟანმა.
CNN-ის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ უკვე გაანადგურა მუზეუმი, სადაც ცნობილი უკრაინელი მხატვრის მარია პრიმაჩენკოს ნამუშევრები ინახებოდა.
ამერიკული მედიასაშუალება წერს, რომ ქალაქი ლვოვი, რომელსაც ხშირად უკრაინის კულტურულ დედაქალაქს უწოდებენ, ისტორიული ხელოვნების მდიდარი კოლექციის დასაცავად ბრძოლას განაგრძობს - უძველესი ნივთები მუყაოს ყუთებშია ჩალაგებული, მათ შორის ოქროს ძაფით შემკული ათასი წლის ბიბლია.
0
0