
ფრანგული მედიის ცნობით, ორი კვირის წინ ლუვრის ძარცვასთან დაკავშირებით დაკავებულმა ორმა მამაკაცმა დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობა „ნაწილობრივ აღიარა“ .
დაკავებული პირები ეჭვმიტანილნი არიან, ელექტრო ხელსაწყოების გამოყენებით, მუზეუმის „აპოლონის“ გალერეაში შესვლასა და საფრანგეთის სამეფო სამკაულების მოპარვაში.
როგორც პარიზის პროკურორმა ლორ ბეკუომ განაცხადა, სამკაულები ჯერ არ არის ამოღებული და შესაძლოა, ბანდა ოთხ წევრზე მეტს მოიცავს, რომლებიც ვიდეოთვალთვალის კამერებმა დააფიქსირეს.
„ორივე ოცდაათ წელს გადაცილებულ მამაკაცს ნასამართლეობის ისტორია აქვს და ისინი გამოძიების დროს აღმოჩენილი დნმ-ის ანალიზით იდენტიფიცრდნენ. ერთ-ერთი მამაკაცი იმ დავაკავეთ, როდესაც ის ალჟირში ცალმხრივი რეისით ფრენას ცდილობდა, თუმცა მეორე მამაკაცი საფრანგეთის დატოვებას არ გეგმავდა, მიუხედავად მედიის მიერ მანამდე გავრცელებული ინფორმაციისა.
ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ქურდობა შიდა ოპერაციით იყო განხორციელებული და ადასტურებს, რომ მუზეუმში თანამზრახველები არ მუშაობდნენ. არ გამოვრიცხავთ იმ შესაძლებლობას, რომ საქმე ოთხ ეჭვმიტანილზე მეტს ეხებოდეს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც მოპარული სამკაულების მიღებას ელოდნენ. მინდა იმედი მქონდეს, რომ [ძვირფასეულობას] იპოვიან და მათ ლუვრში და, უფრო ფართოდ, ქვეყანაში დააბრუნებენ“, - თქვა ბეკუომ.
19 ოქტომბერს, ოთხი მძარცველი მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ მუზეუმში შეიჭრა და 88 მილიონი ევროს ღირებულების სამეფო სამკაულები მოიპარა. ინციდენტის შემდეგ, საფრანგეთის კულტურული დაწესებულებების გარშემო უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ლუვრმა თავისი ყველაზე ძვირფასი სამკაულები საფრანგეთის ბანკს გადასცა.
0
0