
"პარიზის პროკურორის განცხადებით, ლუვრის მუზეუმიდან სამკაულები ქურდბაცაცებმა მოიპარეს და არა ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა.
„ეს არ არის წვრილმანი ქურდობა, რომელიც ყოველდღე ფიქსირდება. ეს დანაშაულის ისეთი ტიპია, რომელსაც, ზოგადად, არ ვუკავშირებთ ორგანიზებული დანაშაულის ზედა ეშელონებს. ამ დროისთვის დაკავებული ოთხი ადამიანი, რომლებსაც ბრალად ედებათ საფრანგეთისა და მსოფლიოსთვის შოკისმომგვრელი ქურდობა, ცხადია, ადგილობრივი მოქალაქეები არიან. ისინი ცხოვრობენ სენ-სენ-დენიში, პარიზის ჩრდილოეთით მდებარე ღარიბ უბანში. მათაგნ სამი მამაკაცი და ერთი ქალია. ორი ეჭვმიტანილი მამაკაცი პოლიციისთვის ცნობილი იყო, რადგან თითოეული მათგანი ქურდობისთვის არაერთხელ იყო ნასამართლევი. ორივემ უარყო დანაშაულის ჩადენაში რაიმე სახის მონაწილეობა. ერთი მამაკაცი ჯერ კიდევ მიმალვაშია.
არსებობს საშიშროება, რომ მძარცველებმა მოპარული სამეფო ნივთები უკვე საზღვარგარეთ გაიტანეს, თუმცა კვლავ იმედი მაქვს, რომ მათ ხელუხლებლად დავიბრუნებთ“, - განუცხადა ლორ ბეკუომ რადიო Franceinfo-ს.
ინციდენტის შემდეგ, საფრანგეთის კულტურული ინსტიტუტების გარშემო უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ძარცვის შემდეგ, ლუვრმა ყველაზე ძვირფასი სამკაულების ნაწილი საფრანგეთის ბანკს გადასცა.
0
0