19/10/2025
14:09

19 ოქტომბერს, ლუვრის გახსნის დროს ძარცვა მოხდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კულტურის მინისტრმა, რაჩიდა დატიმ დაწერა. ინფორმაციას le monde-ი ავრცელებს.
"დღეს დილით, ლუვრის გახსნის დროს ძარცვა მოხდა. არავინ დაშავებულა. მე ადგილზე ვარ მუზეუმის თანამშრომლებთან და პოლიციასთან ერთად. მიმდინარეობს გამოძიება", - დაწერა მინისტრმა.
ქურდებმა ნაპოლეონისა და იმპერატრიცა ჟოზეფინას კოლექციიდან ცხრა ნივთი მოიპარეს, მათ შორის, ყელსაბამი, ბროში და დიადემა. ექსპონატები ეგრეთ წოდებულ „ნაპოლეონის ვიტრინებში“ ინახებოდა.
მუზეუმის წყარომ დააზუსტა, რომ კოლექციის გვირგვინის ძვირფასი ქვა, ლეგენდარული „რეგენტის ბრილიანტი“, რომლის წონა 140 კარატს აღემატებოდა, ადგილზე დარჩა.
მინისტრის გარემოცვის ინფორმაციით, მუზეუმში ერთი ან რამდენიმე მძარცველი შეიპარა.
მუზეუმმა სოციალურ ქსელ X-ზე დაადასტურა, რომ ლუვრი ერთი დღით, "განსაკუთრებული მიზეზების გამო" დაიხურა.
0
0
ვახო სანაია დააკავეს
19/10/2025
ლუვრი გაძარცვეს - მუზეუმი დროებით დახურულია
19/10/2025