23/01/2023
16:59
მსოფლიო
იერუსალიმში გამართულ ლუთერანულ საეკლესიო ცერემონიალზე პირველი პალესტინელი ქალი მღვდლად აკურთხეს. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.
ამავე ინფორმაციით, სალი იბრაჰიმ აზარი უხელმძღვანელებს ინგლისურენოვან კრებას ლუთერანულ ეკლესიაში.
მისი ხელდასხმა იერუსალიმის ძველ ქალაქში, ეკლესიაში შეკრებილი ხალხის წინაშე გაიმართა.
პალესტინის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს მონაცემების თანახმად, დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორში 2017 წლის მონაცემებით დაახლოებით 47 000 ქრისტიანი ცხოვრობდა.
პალესტინელი ქრისტიანების უმეტესობა მიეკუთვნება იმ კონფესიებს, რომლებიც ქალ სასულიერო პირებს არ უშვებენ. ძალიან მცირე უმცირესობას ეკუთვნის პროტესტანტულ კრებები, რომლებსაც ქალი მღვდლად ჰყავთ.
ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია ამბობს, რომ მას დაახლოებით 3000 მიმდევარი ჰყავს იერუსალიმში, დასავლეთ სანაპიროზე და იორდანიაში.
ახლო აღმოსავლეთის ეკლესიათა საბჭოს თანახმად, აზარი იქნება ერთ-ერთი ხუთი ხელდასხმული ქალიდან ახლო აღმოსავლეთში.
0
0