(13)-share.jpg)
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი აცხადებს, რომ ლუქსემბურგი არასდროს ყოფილა ევროკავშირის გაფართოების მოწინააღმდეგე.
„კოპენჰაგენის კრიტერიუმებია ამოსავალი, რომელსაც ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ. ამიტომ არ მინდა გაფართოების პაკეტიდან ერთ რომელიმე ქვეყანაზე ვისაუბრო. გვყავს უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთი. ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კომისია დღეს სტრასბურგში მიიღებს გადაწყვეტილებას და დასკვნებს გაითვალისწინებენ წევრი ქვეყნების დედაქალაქები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ 2 ქვეყანას არ სურს ევროკავშირში გაწევრიანება. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა უზარმაზარი სამუშაო გასწიეს ბოლო წლებში. უკრაინამ განახორციელა სამუშაო, და თან ომის პირობებში. ეს შესანიშნავია. ლუქსემბურგი არასდროს ყოფილა ევროკავშირის გაფართოების მოწინააღმდეგე. იცით, არ მინდა პროვოკაციული ვიყო, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა ამბობს, რომ ვერ გავფართოვდებით, რადგან ეს ძვირი დაჯდება. მე მინდა მათ შევახსენო, რომ ამ არგუმენტის მქონე ქვეყნები დღეს ვერ იქნებოდნენ ევროკავშირის წევრები მათი კანდიდატობის დროს რომ ასეთი შეფასებები ყოფილიყო. ყველამ უნდა იცოდეს და ახსოვდეს თავისი ისტორია. როდესაც უნგრეთის გაწევრიანებაზე იყო მსჯელობა, მაშინ უნგრეთისთვის რომ გვეკითხა, იყო თუ არა საკმარისად მდიდარი გამხდარიყო ორგანიზაციის წევრი, შეიძლება უნგრეთი დღეს ევროკავშირის წევრი არც ყოფილიყო. მაგრამ ჩვენ არ ვართ ვაჭრობის და აღებ-მიცემობის პროცესში და ვერც ფასს განვსაზღვრავთ. არსებობს წესები და პატივი უნდა ვცეთ მათ. თუ იქნება ვეტო, მაშინ მე უნდა გავიგო რა არის მიზეზი, საჭიროა განმარტება და ამ დრომდე ველოდები ნამდვილ მიზეზებს“, - აღნიშნა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
0
0