ლოს-ანჯელესში მასიური ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
08/01/2025
12:36
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის პასიფიკ პალისეიდსის რაიონში ტყის ხანძრის გავრცელების გამო 30 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მთელ ქალაქში.
ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის, კრისტინ კროულის განცხადებით, ხანძარი სამ ლოკაციაზე - 500 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული.
ადგილზე მობილიზებულია 250 მეხანძრე-მაშველი, ვერტმფრენებით, სახანძრო მანქანებით და სხვა საჭირო აღჭურვილობით.
ლოს ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ძლიერი ქარი 96 კმ/სთ-ში სიჩქარით მთელი დღის განმავლობაში იქროლებს, რამაც შეიძლება ხანძრის კიდევ უფრო გავრცელება გამოიწვიოს.
0
0
71
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%