
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ლოს-ანჯელესს მიგრანტების ,,შემოსევისგან’’ გაათავისუფლებს მას შემდეგ, რაც შტატის ეროვნული გვარდიის წევრებსა და ანტი-საიმიგრაციო აქციის მონაწილეებს შორის ძალადობრივი შეტაკებები მოხდა.
ტრამპმა აშშ-ს ეროვნული გვარდიის 2 000 წევრი ლოს-ანჯელესში გაგზავნა. ისინი ქუჩებში შეკრებილ დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ და ხალხის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და „სიცოცხლისთვის ნაკლებად სახიფათო საბრძოლო მასალა“ გამოიყენეს.
პრეზიდენტმა Truth Social-ში განაცხადა, რომ ის „არალეგალურ მიგრანტებს გააძევებს“ და ქალაქი „გათავისუფლდება.’’
,,ოდესღაც დიდებული ამერიკული ქალაქი, ლოს-ანჯელესი, არალეგალური ემიგრანტებისა და კრიმინალების მიერ არის ოკუპირებული. ახლა ძალადობრივი, ამბოხებული ბრბო თავს ესხმის ჩვენს ფედერალურ აგენტებს, რათა შეაჩერონ ჩვენი დეპორტაციის ოპერაციები, მაგრამ ეს უკანონო არეულობა მხოლოდ ამყარებს ჩვენს გადაწყვეტილებას.
შიდა უსაფრთხოების მდივანს კრისტი ნოემს, თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეთს და გენერალურ პროკურორს პემ ბონდის ვავალებ, რომ, ყველა სხვა შესაბამის დეპარტამენტთან და სააგენტოსთან კოორდინაციით, მიიღონ ყველა საჭირო ზომა ლოს-ანჯელესის მიგრანტების შემოჭრისგან გასათავისუფლებლად და ამ მიგრანტების მიერ გამოწვეული არეულობების დასასრულებლად. წესრიგი აღდგება, არალეგალები აქედან გაძევდებიან და ლოს-ანჯელესი გათავისუფლდება. გმადლობთ, ამ საკითხისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის!“, - წერს პრეზიდენტი.
0
0
კოტე იოსელიანი გამოკითხვაზე დაიბარეს
09/06/2025