ლოს ანჯელესის ოლქში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
08/01/2025
23:19
მსოფლიო
A-
+A
ლოს ანჯელესის ოლქში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. გამოცემის ცნობით, ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი.
ლოს ანჯელესის ოლქის სახანძრო სამსახურის უფროსის თქმით, „ამ მასშტაბის ხანძართან საბრძოლველად საჭირო რაოდენობის მეხანძრეები არ ჰყავთ“.
სანტა მონიკას მთებსა და წყნარ ოკეანეს შორის მდებარე პალისადეში ხანძარი 7 იანვარს გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და ამ დროისთვის 1000-ზე მეტი შენობა დაიწვა.
სავალდებულო ევაკუაციას 37 000 ადამიანი დაექვემდებარა. იტონში ხანძრის გამო კიდევ დამატებით 32 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
0
0
45
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%