26/03/2024
23:03
სპორტი
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს მასპინძლობს.
მატჩის ძირითადი დრო, ისევე როგორც პირველი ტაიმი, ასევე უგოლოდ, 0:0 დასრულდა.
პირველ ტაიმში ჯვაროსნების შეტევისას, 44-ე წუთზე, ჩაკვეტაძის საჯარიმოდან დარტყმული, ბერძნების მეკარემ კუთხურზე მოიგერია. ტაიმის დასასრულს შეხლა-შემოხლაც მოხდა, რის შემდეგაც მსაჯმა ჩვენი სათადარიგო მეკარე ლორია და ბერძნების ერთ-ერთი მწვრთნელი გააძევა.
მეორე ტაიმში კი სტუმრების მორიგი უხეშობის შედეგად დაშავდა ლევან შენგელია. შენგელია სტადიონიდან საკაცით გაიყვანეს. ის წიტაიშვილმა შეცვალა.
მატჩი „დინამო არენაზე“ მიმდინარეობს. ამ წუთებში დამატებითი დროა დანიშნული.
მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიმდინარეობს და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდა.
დღევანდელ მატჩში გამარჯვებული გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
0
0