12/12/2021
18:12
პოლიტიკა
ფსიქიატრი კონსილიუმის სხვა წევრებთან ერთად ამ წუთებში კლინიკაში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც შევიდა.
როგორც სააკაშვილთან შესვლამდე სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სააკაშვილის მონახულების შემდეგ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩატარებულ თუ ჩასატარებელ კვლევებთან დაკავშირებით დასკვნა და რეკომენდაციები იქნება წარმოდგენილი.
„სამედიცინო შემოწმება მოხდება. შემდეგ ალბათ, იქნება მათი დასკვნა. დღეს ჩვენთან ერთად, ნევროლოგთან ერთად იმუშავებს ექიმი-ფსიქიატრიც, რომ შევაფასოთ ის წუხილი, რაც გამოითქვა დოზირებასთან დაკავშირებით. ასევე, შესრულდა თუ არა ის რეკომენდაციები, რაც ჩვენ გავეცით ჩასატარებელ ფსიქოთერაპიასთან დაკავშირებით“ , - განაცხადა ლომჯარიამ.
0
0