
"ლომისის ტაძარზე სცადეს შესვლა და სანთლის დანთება, ამის შემდეგ მოხდა რაც მოხდა", - ამის შესახებ სოფელ კირბალის გამგებელი საუბრობს და რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება.
"სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და სასაფლაოს ზემოთ არის ლომისის ტაძარი, სადაც სცადეს, რომ შესულიყვნენ, სანთელი დაენთოთ. ამის შემდეგ მოხდა რაც მოხდა, კონკრეტული დეტალები ნამდვილად არ ვიცი", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს სროლა იყო საოკუპაციო ხაზთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისას გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი ის ადგილობრივი მცხოვრები თამაზ გინტურია. რუსმა ოკუპანტებმა ასევე უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.
ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს
0
0