ლოლუა ვიცე-ჩემპიონი, ალადაშვილი ბრინჯაო - 2 მედალი 17-წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე
21/08/2024
22:05
სპორტი
A-
+A
იორდანიის ქალაქ ამანში მიმდინარე 17-წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვახტანგ ლოლუა (60 კგ) ფინალში აზერბაიჯანელ ჯავადოვთან დამარცხდა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
წარმატებულად იასპარეზა გიორგი ალადაშვილმაც (71 კგ), რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა მოჭიდავემ ამერიკელი მეტოქე 9-0 დაამარცხა.
ვლადიმერ მინაძე კი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია – ქართველმა მოჭიდავემ თურქი ბექირი დაამარცხა და ბრინჯაოს დაუფლა. საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა.
იორდანიაში მსოფლიო პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დასრულდა. დღეს თავისუფალ ჭიდაობაში გოგონებმა დაიწყეს გამოსვლა, ხვალიდან კი შეჯიბრებაში მამაკაცებიც ჩაერთვებიან.
0
0
164
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%