
ქართველ ტრანსგენდერ, ლიზა ქისტაურს რამდენიმე დღეში ბელგიაში დაკრძალავენ. ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ლიზა ქისტაურის ცხედარი ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, ჟან დე ვოსლეის ქუჩაზე, ე.წ. არაბების დასახლებაში ადგილობრივმა სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს. ბინაში ლიზა ქისტაური მეგობარ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა.
როგორც ცნობილია, გვამის იდენტიფიცირება პირველ ეტაპზე, შეუძლებელი აღმოჩნდა. საგამოძიებო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ლიზას დედა საქართველოდან ბელგიაში ჩავიდა.
ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 5 იანვარს გავრცელდა, თუმცა ოფიციალური დადასტურება მხოლოდ 6 იანვარს მოხერხდა. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის კვლავ უცნობია, მაგრამ ჩატარებული კვლევის შედეგად, ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
0
0