
უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილთან საერთო შვილი ჰყავს, სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტის საქმეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ეს მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩის თბილისში დაბრუნების განკარგულება გასცა.
"პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურ თბილისს მოუწოდა, შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფა და ის უკრაინაში დააბრუნოს. მან ჩვენს პარტნიორებს მოუწოდა, იგნორირება არ მოახდინონ და გადაარჩინონ ის", - წერს ლიზა იასკო 2 დღის წინანდელ პოსტში და მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს, მიხეილ სააკაშვილმა პირადი ცხოვრების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა:
,,ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც, მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას", - წერს სააკაშვილი დღევანდელ პოსტში.
0
0